კონდიციონერების მონტაჟი და სასერვისე მომსახურება თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში.

მონტაჟი

  1. ფანჯრის კონდიციონერების მონტაჟი.
  2. კედლის (კედელზე ჩამოსაკიდებელი), არხული, კასეტური, არხული, კოლონური და ჭერ–კედლის სპლიტ–სისტემების მონტაჟი.
  3. მულტისპლიტ–სისტემების მონტაჟი.
  4. VRV,VRF–სისტემათა მონტაჟი.
  5. ჩილერ–ფანკოილ– სისტემის მონტაჟი.
  6. სავენტილაციო სისტემების გათვლა და მონტაჟი.

1. ფანჯრის კონდიციონერის მონტაჟი

ასეთი ტიპის მონტაჟი გამოირჩევა იმით, რომ აქ სირთულე  კლიმატურ ტექნიკასთან მუშაობას იმდენად  არ უკავშირდება, რამდენად მისი კედელზე, ფანჯარაზე ან შუკუმში დიზაინის დარღვევის გარეშე მოთავსებას. საქმე იმაშია, რომ კონდიციონერების ეს სახეობა შედგება მხოლოდ ერთი ბლოკისგან, რომელიც მოთავსებულია მყარ და კომპაქტურ კორპუსში. ელექტროკვება, როგორც წესი, გათვლილია იმაზე, რომ მოწყობილობა შეერთებული იქნება ჩვეულებრივ როზეტში, ასე რომ ტექნიკოსი ამ შემთხვევაში ასრულებს უფრო მშენემელ– შემკეთებლის ან ხუროს მოვალეობებს.

2. კედლის საყოფაცხოვრებო კონდიციონერების (კედლის ტიპის სპლიტ–სისტემათა) და მულტისპლიტ–სისტემათა დაყენება
მონტაჟის ეს სახეობა ბევრად რთულია, ვიდრე ფანჯრის ტიპის კონდიციონერის დაყენება. საქმე იმაშია, რომ აქ აუცილებელია ტექნიკოსის არსენალში სპეციალური აღჭურვილობის არსებობა, მაგალითად, კედლის პერფორატორი, მილების საღუნი და გასაფათოვებელი, ვაკუუმის ტუმბო და ა.შ.

3. ჭერ–კედლის კონდიციონერთა დაყენება
ამ სახეობის კონდიციონერებს ასევე ეძახიან კონსოლური ტიპის კონდიციონერებს. ეს ტიპი დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი სპლიტ–სისტემისგან. ძირითადი თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ შიდა ბლოკი შეიძლება დაყენდეს პრაქტიკულად იატაკის დონეზე (კედელზე) ან ჭერზე.

4. კასეტური ტიპის სპლიტ–სისტემათა დაყენება
ამ ტიპის სამუშაო გამოირჩევა იმით, რომ აქ ერთ–ერთი ბლოკი უნდა დაყენდეს შეკიდული ჭერის ზევით, ”კაპიტალურ” ჭერზე მიმაგრებით. ანუ, კლიმატური ტექნიკის სპეციალისტებთან ერთად ბრიგადის შემადგენლობაში უნდა იყოს ის, ვინც ამოჭრის შესაბამის ნახვრეტებს. ზოგად შემთხვევაში ასეთი ტიპის კონდიციონერის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ტუმბოს არსებობა, რომელიც აიტანს წყალს დრენაჟის დონეზე, საიდანაც ის გაყვანილი იქნება ქუჩაში ან სანიტარულ კვანძში.    

5. არხული კონდიციონერების მონტაჟი

ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი სამუშაოა, რომელიც საჭიროებს რამდენიმე სპეციალისტის შეთანხმებულ მოქმედებას. საჭიროა:

  • არხების სისტემის შიდა და გარე ბლოკების დაყენება. ამასთან, შიდა ბლოკი უმეტეს შემთხვევაში ყენდება ცალკე ტექნიკურ განყოფილებაში (ან გამოიყენება სივრცე დერეფანში ან სანიტარულ კვანძში შეკიდული ჭერის ზემოთ).
  • ჰაერსადენების სისტემის გაყვანა ოთახებში შეკიდული ჭერის ზევით).
  • დიფუზორების დაყენება.
  • როგორც წესი, საჭიროა დამატებითი სამუშაოები სავენტილაციო სისტემასთან.

6. ცენტრალური კონდიციონერების მონტაჟი მთლიანი შენობისთვის  

ხორციელდება მხოლოდ მაღალი კლასის სპეციალისტების მიერ. ასეთი ტიპის პროექტების შექმნა ითვალისწინებს უამრავ ნიუანსს, ასე რომ ყველა კერძო შემთხვევაში იქმნება ცალკე პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია:

  • ოთახების თავისებურებები;
  • თბომოდინება;
  • კონდიცირების სისტემათა განსაკუთრებული პარამეტრები.

7. VRV და VRF– სისტემების მონტაჟი

ეს სისტემები გათვლილია დიდი ფართის შენობებზე. კერძოდ, ეს სისტემები მოხერხებულია იმით, რომ გარე ბლოკის განთავსება შესაძლებელია სახურავზე ან შენობის გარეთ, ხოლო სიმაღლის დაშვებული სხვაობა ცდება ორმოცდაათ მეტრს. 

8. ჩილერ–ფანკოილ–სისტემების მონტაჟი

ეს სისტემები განსხვავდებიან, ძირითადად, იმით, რომ მონტაჟდება არა ფრეონის მაგისტრალები, არამედ წყალსადენები. რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც ყოველთვის იქმნება ინდივიდუალური პროექტი.

სასერვისე მომსახურება
ჩვენი კომპანიის სასერვისე სამსახური ახორციელებს კონდიცირების სისტემათა შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას. ხორციელდება როგორც ერთჯერადი სარემონტო–პროფილაქტიკური საუშაოები, აგრეთვე პერიოდული სასერვისე მომსახურება. ტექნიკური მომსახურებისას იწარმოება სისტემის კომპლექსური შემოწმება და ხარვეზების აღმოფხვრა  დეტალებისა და კვანძების შეცვლის გარეშე.
სასერვისე მომსახურების ხელშეკრულების დადება ხდება მოწყობილობის პირველადი დათვალიერების და დიაგნოსტიკის შემდეგ.


რა სამუშაოები იწარმოება კონდიციონერების მოსამსახურებისას:
  • კონდიციონერების ჰაერის ფილტრების გასუფთავება;
  • სადრენაჟო სისტემის გასუფთავება;
  • შემოწმება ფრეონის გაჟონვის არარსებობის საგანზე;
  • შემოწმება ამაორთქლებელზე თრთვილის ფენის არარსებობის საგანზე;
  • ყველა ელექტროკონტაქტის შემოწმება;
  • ელექტროკვების ძაბვის პოტენციალის გაზომვა;
  • ამაორთქლებელში შემოსვლისას ჰაერის ტემპერატურის შემოწმება;
  • ამაორთქლებლიდან გამოსული ჰაერის ტემპერატურის შემოწმება;
  • გაწოვის საშუალო წნევის გაზომვა;